Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეთა კავშირის აჭარის რეგიონული ორგანიზაცია


მოქალაქეთა კავშირის აჭარის რეგიონული ორგანიზაცია მონაწილეობას არ მიიღებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 16 ივნისისთვის დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

მოქალაქეთა კავშირის აჭარის რეგიონული ორგანიზაცია მონაწილეობას არ მიიღებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 16 ივნისისთვის დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
პრაიმ-ნიუსს მოჰყავს მოქალაქეთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის ლიდერის აზიზ ახვლედიანის სიტყვები იმის თაობაზე, რომ აჭარაში გამოქვეყნებულ დამატებით განკარგულებაში მითითებული არ არის არჩევნების ორი კვირით გადადების მიზეზი (დანარჩენ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ივნისს ტარდება). ახვლედიანის აზრით, არჩევნების გადადებით აჭარის ავტონომიის მეთაურის ასლან აბაშიძე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რეგიონს ცენტრისგან დამოუკიდებლად მართავს.
XS
SM
MD
LG