Accessibility links

logo-print

ბუქარესტში გაიხსნა ევროპის რეკონსტრუქციისა და


ბუქარესტში გაიხსნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური თათბირი.

ბუქარესტში გაიხსნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური თათბირი.
ეს საერთაშორისო საფინანსო უწყება 1991 წელს შეიქმნა. მისი მიზანია, დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაში დაეხმაროს ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბანკის ხელმძღვანელებს თავიანთი შეშფოთება გამოუთქვეს იმის გამო, რომ დირექტორთა საბჭოს მომავალი თათბირის ჩატარება უზბეკეთში იგეგმება, ქვეყანაში, რომელშიც ადამიანის უფლებები ირღვევა. პასუხად ამ საყვედურზე უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა რუსტამ აზიმოვმა, რომელიც ბუქარესტში იმყოფება, განაცხადა: ჩემს ქვეყანას არ გააჩნია დემოკრატიის ტრადიცია და მას ერთი ხელის დაკვრით ვერ ააშენებსო. თუმცა, აზიმოვის თქმით, უზბეკეთი ძალ-ღონეს არ იშურებს ამ მიზნის მისაღწევად. ბუქარესტის თათბირი ხვალ დასრულდება.
XS
SM
MD
LG