Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა, ორი ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა, ორი ადამიანი დაიღუპა ისრაელის ზღვისპირა ქალაქ ნეტანიაში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად.

სულ ცოტა, ორი ადამიანი დაიღუპა ისრაელის ზღვისპირა ქალაქ ნეტანიაში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად.
დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი, მათგან ხუთი – მძიმედ. ტერორისტის გარდა დაიღუპა ერთი ისრაელი მოქალაქე. აფეთქება ნეტანიას ბაზარში მოხდა. ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა იკისრა “ჰამასის” რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ. მაგრამ ისრაელმა პასუხისმგებლობა იასირ არაფატსა და პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობას დააკისრა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არაფატმა არაფერი მოიმოქმედა ტერორიზმის აღსაკვეთად. თავად არაფატმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჰგმობს თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე.
XS
SM
MD
LG