Accessibility links

აღმოსავლეთი ტიმორი დღეს ოფიციალურად გამოცხადდა


აღმოსავლეთი ტიმორი დღეს ოფიციალურად გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

აღმოსავლეთი ტიმორი დღეს ოფიციალურად გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
ადგილობრივი დროით ღამის 12 საათზე, დედაქალაქ დილიში გამართულ ცერემონიაზე, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა, საზეიმოდ გადასცა ხელისუფლება აღმოსავლეთი ტიმორის მთავრობას, რომელსაც სათავეში უდგას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ქსანანა გუსმაო. 400 წლის მანძილზე აღმოსავლეთი ტიმორი პორტუგალიის კოლონია იყო, ხოლო 1975 წელს ინდონეზიამ მისი ოკუპაცია მოახდინა. 1999 წელს, ინდონეზიის ხელისუფლების წარუმატებელი ცდის შემდეგ, ძალით ჩაეხშო განმათავისუფლებელი მოძრაობა, კუნძულის მოსახლეობამ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. მას შემდეგ აღმოსავლეთი ტიმორი გაეროს მმართველობას ექვემდებარებოდა.
XS
SM
MD
LG