Accessibility links

logo-print

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა დღეს


პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა დღეს მოიწვია კაბინეტისა და სახელმწიფო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა მეზობელ ინდოეთთან დაძაბული ურთიერთობა.

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა დღეს მოიწვია კაბინეტისა და სახელმწიფო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა მეზობელ ინდოეთთან დაძაბული ურთიერთობა.
ქაშმირის პროვინციაში, ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე, მეოთხე დღეა, არ წყდება სარაკეტო-საარტილერიო ცეცხლი. ყოველდღიურად ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებ, ძირითადად მშვიდობიან მოსახლეობას შორის. თვით ქაშმირში ისლამისტი ექსტრემისტები განაგრძობენ თავდასხმებს ინდოელ სამხედრო მოსამსახურეებზე. დღეს ამ თავდასხმების შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო კიდევ რამდენიმე – დაიჭრა. შაბათს ინდოეთის ხელისუფლებამ პაკისტანის ელჩს ქვეყნის დატოვება უბრძანა. დელის მტკიცებით, ქაშმირელი ექსტრემისტები მომზადებას პაკისტანში გადიან. ისლამაბადი ამ ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG