Accessibility links

პრეზიდენტ მოჰამად ხათამის განცხადებით, ირანი


პრეზიდენტ მოჰამად ხათამის განცხადებით, ირანი დაიცავს თავის უფლებებს კასპიის ზღვის ბუნებრივი რესურსების განაწილების საკითხში.

პრეზიდენტ მოჰამად ხათამის განცხადებით, ირანი დაიცავს თავის უფლებებს კასპიის ზღვის ბუნებრივი რესურსების განაწილების საკითხში.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ, ამავე დროს, თეირანი პატივს სცემს სხვა კასპიისზღვისპირა ქვეყნების უფლებებს. დღეს ხათამიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი მიიღო. თეირანიდან გამგზავრებამდე ალიევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აზერბაიჯანელი და ირანელი ექსპერტები ერთად ცდილობენ მხარეთა შორის არსებული უთანხმოებების მოგვარებას. ირანი მოითხოვს, რომ კასპიის ზღვის ბუნებრივი წიაღისეული თანაბრად განაწილდეს ზღვისპირა ქვეყნებს შორის. სხვები კი მხარს უჭერენ განაწილების იმ ვარიანტს, რომლითაც ყოველ ქვეყანას კასპიის ზღვაში თავისი სექტორი ექნებოდა. ასეთ შემთხვევაში ირანს ყველაზე პატარა სექტორი ერგება.
XS
SM
MD
LG