Accessibility links

logo-print

დღეს ბუქარესტში დამთავრდა ევროპის რეკონსტრუქციისა


დღეს ბუქარესტში დამთავრდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური თათბირი.

დღეს ბუქარესტში დამთავრდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური თათბირი.
ეს საერთაშორისო საფინანსო უწყება 1991 წელს შეიქმნა. მისი მიზანია, დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაში დაეხმაროს ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს. გუშინ დელეგატებმა მოისმინეს ბანკის პრეზიდენტის ჟან ლემიერისა და აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, პოლ ო’ნილის მოხსენებები. ო’ნილმა ქებით მოიხსენია ევრობანკის საქმიანობა და მაღალი შეფასება მისცა იმ წვლილს, რომელიც ამ საფინანსო უწყებას შეაქვს საბაზრო ეკონომიკაზე აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების გადასვლის პროცესში.
XS
SM
MD
LG