Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონში უშედეგოდ დამთავრდა საქართველოსა


გალის რაიონში უშედეგოდ დამთავრდა საქართველოსა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დელეგაციათა მოლაპარაკება,

გალის რაიონში უშედეგოდ დამთავრდა საქართველოსა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დელეგაციათა მოლაპარაკება,
რომლის მიზანი კოდორის ხეობის ზედა წელის პატრულირებასთან დაკავშირებული უთანხმოების მოგვარება იყო. საქართველოს მხარეს მოლაპარაკებებზე სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო სოხუმის დელეგაციას სათავეში ედგა სეპარატისტული მთავრობის პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია. სოხუმი მოითხოვს, რომ კოდორის ხეობის სოფელ აჟარაში რუსეთის სამშვიდობო ძალებისა და, შესაძლოა, გაეროს სამხედრო მისიის სამეთვალყურეო საგუშაგო გაიხსნას. თბილისი საგუშაგოს გახსნის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ყოველი პატრულირება შეთანხმებულ უნდა იქნეს საქართველოს ხელისუფლებასთან.
XS
SM
MD
LG