Accessibility links

logo-print

ედუარდ შევარდნაძემ “ანტიკონსტიტუციური მოწოდება” და


ედუარდ შევარდნაძემ “ანტიკონსტიტუციური მოწოდება” და “დესტაბილიზაციის მცდელობის ახალი ფორმა” უწოდა ბლოკ “ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის” ლიდერის,

ედუარდ შევარდნაძემ “ანტიკონსტიტუციური მოწოდება” და “დესტაბილიზაციის მცდელობის ახალი ფორმა” უწოდა ბლოკ “ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის” ლიდერის,
მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო ლოზუნგს – “თბილისი ედუარდ შევარდნაძის გარეშე”. ორშაბათის რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს მოწოდება შორს არის კონსტიტუციის, კანონიერებისა და დემოკრატიის მოთხოვნებისგან. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა კატეგორიულად უარყო პრეზიდენტის ბრალდება. პრესკონფერენციაზე პარლამენტარმა განაცხადა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს ნებისმიერ მოქალაქესა და პოლიტიკურ პარტიას აქვს პრეზიდენტის კრიტიკის უფლება. სააკაშვილის თქმით, თუკი საქართველოში ვინმე ანტიდემოკრატიული მეთოდებით მოქმედებს, ეს უწინარესად თავად პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან.
XS
SM
MD
LG