Accessibility links

logo-print

თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან, საპროტესტო აქცია


თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან, საპროტესტო აქცია გამართა ეკლესიიდან განკვეთილი ბასილ მკალავიშვილის ასამდე მომხრემ.

თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან, საპროტესტო აქცია გამართა ეკლესიიდან განკვეთილი ბასილ მკალავიშვილის ასამდე მომხრემ.
მათი მოთხოვნები იყო აშშ-ის მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის შეწყვეტა და მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ბასილ მკალავიშვილის მრევლის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტისადმი გასულ კვირაში გაგზავნილ ოფიციალური მიმართვაში 15-მა ამერიკელმა სენატორმა და კონგრესმენმა მამა ბასილის დაპატიმრება მოითხოვა. გარდა ამისა, ევროსაბჭომ საქართველოს ხელისუფლებას რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვისკენ მოუწოდა. ამ საკითხის კომენტირებისას, ორშაბათის რადიოინტერვიუში, ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ იზიარებს ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების, აგრეთვე, ევროსაბჭოს წარმომადგენელთა შეშფოთებას. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მიერ არჩეული დემოკრატიული ორიენტირების, ქვეყნის კონსტიტუციით ღირსებისა და აღმსარებლობის დაცვის კონტექსტში.
XS
SM
MD
LG