Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეირუთში მოკლეს ექსტრემისტული დაჯგუფების, “პალესტინის


ბეირუთში მოკლეს ექსტრემისტული დაჯგუფების, “პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის” ლიდერის, აჰმედ ჯიბრილის ვაჟი.

ბეირუთში მოკლეს ექსტრემისტული დაჯგუფების, “პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის” ლიდერის, აჰმედ ჯიბრილის ვაჟი.
40 წლის ჯიჰად ჯიბრილი თავისსავე მანქანაში ააფეთქეს დაუდგენელმა პირებმა. ასაფეთქებელი ნივთიერება მანქანის ძირზე იყო დამაგრებული. “პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტმა” ამ მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულა. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ეს ბრალდება უარყო. ჯიჰად ჯიბრილი “სახალხო ფრონტის” სამხედრო ოპერაციებს მეთაურობდა. ამ ორგანიზაციამ, “ჰამასის” ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან ერთად, პასუხისმგებლობა იკისრა ისრაელის ქალაქ ნეტანიაში გუშინ განხორციელებული ტერაქტისთვის. დღეს ჩრდილოეთი ისრაელის ქალაქ აფულაში თვითმკვლელმა ტერორისტმა კიდევ ერთი ტერაქტის მოწყობა სცადა. ერთ-ერთი ავტობუსის მგზავრებმა ავტობუსიდან ჩააგდეს საეჭვო პირი. როცა შემთხვევის ადგილს პოლიციელები მიუახლოვდნენ, ტერორისტმა თავი აიფეთქა. გარშემო მყოფთაგან არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG