Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უარი


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უარი განაცხადა, გააუქმოს კუბასთან ვაჭრობაზე დაწესებული ემბარგო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უარი განაცხადა, გააუქმოს კუბასთან ვაჭრობაზე დაწესებული ემბარგო
– მიუხედავად შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის შესაბამისი მოწოდებისა. კუბის დამოუკიდებლობის მეასე წლისთავთან დაკავშირებით, თეთრ სახლში გამოსვლისას, ბუშმა განაცხადა, რომ სავაჭრო სანქციები იმოქმედებს, ვიდრე კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრო პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებს და არ ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს დამოუკიდებელი მეთვალყურეების თანდასწრებით. ამასთანავე, ბუშმა აღნიშნა, რომ კუბელთა სავალალო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ვაშინგტონი, რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობით, ჰუმანიტარულ დახმარებას გაუზრდის კუბის მოსახლეობას.
XS
SM
MD
LG