Accessibility links

პენტაგონის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლის გრეგორი


პენტაგონის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლის გრეგორი ნიუბოლდის განცხადებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალები გაძლიერებული საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში რჩებიან

პენტაგონის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლის გრეგორი ნიუბოლდის განცხადებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალები გაძლიერებული საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში რჩებიან
და შესაძლო ახალი ტერაქტების შესახებ ბოლო ხანს გამოთქმული გაფრთხილებების შემდეგ დამატებითი ზომების გატარება საჭირო არ გამხდარა. ნიუბოლდმა აღნიშნა, რომ გაფრთხილებები კონკრეტული ხასიათისა არ ყოფილა, ხოლო გაძლიერებული საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობა შემოღებულ იქნა შარშან, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ვიქტორია კლარკმა თქვა, რომ ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის წარმატების მიუხედავად, “ალ ყაიდას” ჯერ კიდევ შესწევს უნარი, ტერაქტები განახორციელოს.
XS
SM
MD
LG