Accessibility links

ისრაელში სამთავრობო კრიზისი მწიფდება ორთოდოქსული


ისრაელში სამთავრობო კრიზისი მწიფდება ორთოდოქსული რელიგიური პარტიის წევრი მინისტრების გადადგომის შემდგომ.

ისრაელში სამთავრობო კრიზისი მწიფდება ორთოდოქსული რელიგიური პარტიის წევრი მინისტრების გადადგომის შემდგომ.
მათი განთავისუფლება პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის განკარგულებით მოხდა. გადააყენეს ოთხი მინისტრი და მათი 5 მოადგილე, “შასის” და “თორის ერთიანი იუდაიზმის” პარტიის წარმომადგენლები. თუკი ამ პარტიების წევრები საერთოდ გავლენ მთავრობიდან, შარონს მხოლოდ პარლამენტის ნახევარი ეყოლება მომხრეების სახით.
მინისტრების განთავისუფლება მაშინვე მოხდა, როცა კნესეტის, პარლამენტის მათმა თანაპარტიელმა წევრებმა ხმა არ მისცეს სასწრაფო ეკონომიკურ ზომებს. მთავრობის თანახმად, ხვალ კიდევ ერთხელ აპირებენ კენჭი უყარონ პროექტს. თუკი ის გავიდა, იმედოვნებენ რომ მინისტრებს დააბრუნებენ. მაგრამ შარონმა თქვა, რომ მას არ სურს გადაწყვეტილების შეცვლა.
XS
SM
MD
LG