Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ინდოეთსა და პაკისტანს შორის


დღეს ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა განაგრძობდა გაძლიერებას.

დღეს ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა განაგრძობდა გაძლიერებას.
ორივე მხარემ განაცხადა, რომ ნებისმიერი სამხედრო ესკალაციისთვის მზად არიან სადაო ქაშმირის ოლქში. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ატალ ბიჰარი ვაჯპაიმ ინდოეთის ჯარები მოინახულა ქაშმირში. მან ჯარისაკაცებს უთხრა, რომ მზად უნდა იყვნენ ”გადამწყვეტი ბრძოლისთვის”. [ვაჯპაის ხმა] ”ვიღვაწოთ გამარჯვებისთვის. მზად იყავით მსხვერპლისთვის. მაგრამ ჩვენი მიზანია გამარჯვება, ვინაიდან გადამწყვეტი ბრძოლის დრო დადგა”, თქვა ვაჯპაიმ. ინდოეთმა განაცხადა, რომ სამხედრო ძალების კონცენტრაციის ფარგლებში დამატებით ხუთ სამხედრო გემს აგზავნის არაბეთის ზღვაში. ისლამაბადში პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტოს წარმომადგენელმა აზიზ აჰმედ ხანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ინდოეთის ნებისმიერ აგრესიას აღუდგეს წინ.
XS
SM
MD
LG