Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუში 4 დღით ეწვია


ჯორჯ ბუში 4 დღით ეწვია რუსეთს. ის ხვალ შეხვდება ვლადიმირ პუტინს და მასთან ერთად ხელს მოაწერს ხელშეკრულებას ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ.

ჯორჯ ბუში 4 დღით ეწვია რუსეთს. ის ხვალ შეხვდება ვლადიმირ პუტინს და მასთან ერთად ხელს მოაწერს ხელშეკრულებას ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ.
დღეს უფრო ადრე, გერმანიაში ვიზიტის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა შეაქო ხელშეკრულება, რომელიც, მისი აზრით, ადასტურებს, რომ რუსეთი და დასავლეთი მტრები აღარ არიან. ბუშმა ბერლინში ვიზიტის დროს განაცხადა აგრეთვე, რომ: [ბუშის ხმა] ”რუსეთის ტრანსფორმაცია არ დამთავრებულა. შედეგი ჯერ გარკვეული არ არის. მაგრამ, ყველა პრობლემის მიუხედავად, რუსეთი მიემართება თავისუფლებისაკენ – მეტი თავისუფლებისაკენ პოლიტიკისა და საბაზრო ეკონომიკის სფეროებში. თავისუფლება კი რუსეთს დაეხმარება, გახდეს დიადი და სამართლიანი სახელმწიფო. რუსეთი, რომელიც მეზობლებთან მშვიდობიან ურთიერთობაშია და პატივს სცემს უმცირესობათა სამართლიან უფლებებს, მისაღებია ევროპისათვის”. ბერლინში ყოფნისას ბუშმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთი, შესაძლოა ირანს ეხმარებოდეს ბირთვული იარაღის შექმნაში. მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა ამ ვარაუდს უსაფუძვლო უწოდა. აშშ-ში დაბრუნებამდე ჯორჯ ბუში ეწვევა აგრეთვე პარიზსა და რომს.
XS
SM
MD
LG