Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუში ნატოში ევროპის ყველა


ჯორჯ ბუში ნატოში ევროპის ყველა დემოკრატიული ქვეყნის მიღებას ემხრობა.

ჯორჯ ბუში ნატოში ევროპის ყველა დემოკრატიული ქვეყნის მიღებას ემხრობა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა:[ჯორჯ ბუშის ხმა] ”ნატოს გაფართოება ამ კონტინენტზე უშიშროებასაც განავრცობს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც გასულ საუკუნეში მშვიდობითა თუ უშიშროებით განებივრებული არ ყოფილან. ამ მიმართულებით ფრთხილად ვმოძრაობდით. ახლა კი გადაჭრით უნდა ვიმოქმედოთ. პრაღის სამიტის მოახლოების ფონზე ამერიკა მხარს უჭერს ნატოში ევროპის ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს გაწევრიანებას, თუ ისინი მზად არიან, გაინაწილონ ნატოსთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა.” პრაღაში ნოემბერში გაიმართება ნატოს სამიტი, რომელზეც გადაწყდება, მიიღებენ თუ არა ალიანსში გაწევრიანების მსურველ 9 სახელმწიფოს: ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ალბანეთს, მაკედონიას, ბულგარეთსა და რუმინეთს.
სამშაბათს ბუში რომში ნატოს შეხვედრას დაესწრება
XS
SM
MD
LG