Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთს, ამ ქვეყნის ისტორიაში პირველად


ბულგარეთს, ამ ქვეყნის ისტორიაში პირველად, რომის პაპი ეწვია.

ბულგარეთს, ამ ქვეყნის ისტორიაში პირველად, რომის პაპი ეწვია.
აეროპორტში პრეზიდენტი გეორგი პარვანოვი დახვდა იოანე პავლე მეორეს, რომელმაც ბულგარულ ენაზე თქვა, რომ ამ ქვეყანაში ჩასვლის გამო ”დიდი სიხარულით” არის აღვსილი და რომ ყოველთვის უყვარდა ბულგარელი ხალხი. ბულგარეთის სახელი უკავშირდება პაპზე 1981 წელს განხორციელებულ თავდასხმას, მაგრამ მაშინ 3 ბულგარელი ეჭვმიტანილი სამხილების უკმარისობის გამო გაათავისუფლეს. როგორც დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სოლომონ პასიმ თქვა, პაპის ვიზიტი ჩამორეცხავს ლაქას, რომელიც ბულგარეთს 1981 წელს მომხდარმა ინციდენტმა დააჩნია. კათოლიკეები ბულგარეთის ძირითადად მართლმადიდებელი მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენენ. მათ გარდა პაპი, 4-დღიანი ვიზიტის განმავლობაში, შეხვდება მართლმადიდებლების, ებრაელებისა და მუსლიმანების ლიდერებს. იოანე პავლე მეორე ბულგარეთში ჩავიდა აზერბაიჯანის დედაქალაქიდან, სადაც ხუთშაბათს დილით მონაწილეობდა ღვთისმსახურებაში ბაქოს დახურულ სტადიონზე.
XS
SM
MD
LG