Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან მოსული


მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან მოსული ინფორმაციით, გადადგნენ პალესტინელთა საარჩევნო კომისიის წევრები.

მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან მოსული ინფორმაციით, გადადგნენ პალესტინელთა საარჩევნო კომისიის წევრები.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პალესტინელების ოფიციალური წარმომადგენლები გადადგომის მიზეზად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ იასირ არაფატი აყოვნებს პალესტინელთა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების კონკრეტული თარიღის დასახელებას. საინფორმაციო სააგენტო ”ფრანს პრესის” ცნობით, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, მოჰამედ ეშტაიალმა კომისიის ზოგ წევრს შორის ”ინტერესთა კონფლიქტზე” მიუთითა. ხოლო დღესვე საინფორმაციო სააგენტო ”რეიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არაფატმა გამოაცხადა, რომ არჩევნები, სავარაუდოდ, გაიმართება ზამთარში, ალბათ მომავალი წლის დასაწყისში.
XS
SM
MD
LG