Accessibility links

logo-print

ბოსნიაში მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების წევრებმა


ბოსნიაში მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების წევრებმა აღჭურვილობა და დოკუმენტები ჩამოართვეს ბოსნიელი სერბების არმიის 2 სარადარო სადგურს.

ბოსნიაში მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების წევრებმა აღჭურვილობა და დოკუმენტები ჩამოართვეს ბოსნიელი სერბების არმიის 2 სარადარო სადგურს.
ნატოს სარდლობაზე დაქვემდებარებული სამშვიდობო ძალების პრესმდივან მაიორ სკოტ ლუნდის განმარტებით, ნატოს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ბოსნიელი სერბების არმია თვალს ადევნებდა მშვიდობისდამცველთა შორის კომუნიკაციას. ეს კი ბოსნიის ჯარებს 1995 წლის დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებით ეკრძალება. პრესმდივანმა აღნიშნა, რომ აღჭურვილობისა და დოკუმენტების კონფისკაცია მოხდა სამშაბათს, მას შემდეგ, რაც სამშვიდობო ძალებმა რიგითი შემოწმება ჩაატარეს სარადარო სადგურებზე და ჯაშუშობის სამხილები იპოვეს. ამ ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება.
XS
SM
MD
LG