Accessibility links

logo-print

რუსეთში ჯორჯ ბუშის ვიზიტის დაწყებას


რუსეთში ჯორჯ ბუშის ვიზიტის დაწყებას თან ახლდა დემონსტრაციები,

რუსეთში ჯორჯ ბუშის ვიზიტის დაწყებას თან ახლდა დემონსტრაციები,
რომლის მონაწილე ასობით ადამიანმა პროტესტი გამოთქვა შეერთებული შტატების პოლიტიკის წინააღმდეგ. დემონსტრანტები მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგში წვავდნენ ამერიკულ დროშებს და გმობდნენ ბუშსა და მის მასპინძელს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. მოსკოვში საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებს წითელი დროშების ფრიალით შეუერთდა დაახლოებით 300 კომუნისტი დემონსტრანტი. გამოსვლებმა ორივე ქალაქში მშვიდობიანად, სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
XS
SM
MD
LG