Accessibility links

logo-print

მოსკოვი არ არის აფხაზეთში სამშვიდობო


მოსკოვი არ არის აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციის წინააღმდეგი.

მოსკოვი არ არის აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციის წინააღმდეგი.
ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეში, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა. როგორც მან თბილისში, საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რუსეთი ემხრობა კოლექტიურ სამშვიდობო ძალებში სხვა ქვეყნების მონაწილეობას. ხოლო ირაკლი მენაღარიშვილმა დადებითად შეაფასა ბოლო დროს კონფლიქტის ზონაში გადადგმული ნაბიჯები: კერძოდ, მხარეებს შორის შეხვედრები და კოდორის ხეობის პატრულირება გაეროს სამხედრო დამკვირვებლებისა და რუსი მშვიდობისმყოფელების მიერ.
XS
SM
MD
LG