Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად მიემხრო


გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად მიემხრო ქაბულში უშიშროების მრავალეროვანი ჯარების მანდატის ნახევარი წლით გაგრძელებას.

გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად მიემხრო ქაბულში უშიშროების მრავალეროვანი ჯარების მანდატის ნახევარი წლით გაგრძელებას.
რეზოლუცია, რომლის ინიციატორია შეერთებული შტატები, 20 ივნისიდან 6 თვით აგრძელებს უშიშროების ძალების მოქმედების ვადას. იმ დროისათვის, თურქეთი ჩაიბარებს 4560 ჯარისკაცის სარდლობას. ამ ჯარებს ავღანეთის დედაქალაქისა და მთავრობის დაცვა ევალებათ. 19 ქვეყნის წარმომადგენლებისაგან შედგენილი ჯარები, მართალია, გაეროს კონტროლს არ ექვემდებარება, მაგრამ საჭიროებს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერას. კენჭისყრამდე პოლიტიკის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, კიერან პრენდერგასტმა საბჭოს მოუწოდა, მიიღოს ზომები, ავღანეთში უშიშროების მხრივ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. პრენდერგასტის თქმით, უშიშროების პრობლემებმა შესაძლოა ამაო გახადოს წარმომადგენლობითი, მრავალეთნიკური მთავრობის შექმნის მცდელობა: [პრენდერგასტის ხმა] ”არ შეიძლება, მოველოდეთ ავღანეთში რეკონსტრუქციის თანმიმდევრულ პროცესს, ქაბულისა და მისი შემოგარენის ფარგლებს გარეთ უშიშროების რეალურად გაუმჯობესების გარეშე.”
XS
SM
MD
LG