Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის პრემიერ-მინისტრს პაკისტანთან მშვიდობის იმედი


ინდოეთის პრემიერ-მინისტრს პაკისტანთან მშვიდობის იმედი აქვს, მაგრამ ომს ჯერ კიდევ შესაძლებლად მიიჩნევს.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრს პაკისტანთან მშვიდობის იმედი აქვს, მაგრამ ომს ჯერ კიდევ შესაძლებლად მიიჩნევს.
ათალ ბეჰარი ვაჯპაის თქმით, ის გაწბილებულია პაკისტანის პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფით, რომელსაც არ მიუღია ზომები საიმისოდ, რომ მუსლიმანმა მეამბოხეებმა არ გამოიყენონ პაკისტანი ბაზად ინდოეთის წინააღმდეგ ტერაქტების განსახორციელებლად: [ვაჯპაის ხმა]”გაწბილებული ვარ. მუშარაფმა გაიმეორა ის, რაც ადრე აქვს ნათქვამი, 12 იანვარს. გამოითქვა დაპირებები, მაგრამ ისინი არ შესრულებულა. მნიშვნელოვანია არა განცხადების გაკეთება, არამედ განხორციელება. სიტყვას საქმე უნდა შეესაბამებოდეს, ეს არ მომხდარა.”უფრო ადრე ვაჯპაიმ გამოაცხადა, რომ ინდოეთი მზად არის პაკისტანზე გადამწყვეტი გამარჯვების მოსაპოვებლად. ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები 6 დღეა ერთმანეთს ესვრიან უთანხმოების გამომწვევი ქაშმირის საზღვრის გასწვრივ. პაკისტანის მთავრობის პრესმდივან რაშიდ კერეშის თქმით, პაკისტანი იძულებული იყო, მიეღო სამხედრო ზომები, ვინაიდან ინდოელი ჯარისკაცები მშვიდობიან მოსახლეობას ესროდნენ. ქაშმირის პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი დღეს 9-მდე გაიზარდა.
XS
SM
MD
LG