Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა


შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ჯორჯ ბუშმა და ვლადიმირ პუტინმა დღეს ხელი მოაწერეს ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულებას.

შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ჯორჯ ბუშმა და ვლადიმირ პუტინმა დღეს ხელი მოაწერეს ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულებას.
ხელშეკრულების თანახმად, მხარეებმა რადიკალურად უნდა შეამცირონ ბირთვული ქობინების რაოდენობა. ორივე ლიდერის თქმით, ამით ახალი სტრატეგიული ურთიერთობა დაიწყო ყოფილ მოწინააღმდეგეებს შორის. ხელშეკრულების ძალით რუსეთმა და ამერიკამ მომდევნო ათი წლის მანძილზე დაახლოებით ორი მესამედით უნდა შეამცირონ თავთავიანთი ბირთვული არსენალი. თითოეულს 1700-დან 2200-მდე ერთეული დარჩება. [ბუშის ხმა] ”ეს ისტორიული და იმედით აღსავსე დღეა რუსეთისა და ამერიკისთვის. ეს ისტორიული დღეა მსოფლიოსთვისაც. პრეზიდენტმა პუტინმა და მე დღეს დავასრულეთ კონფრონტაციის ხანგრძლივი პერიოდი და სრულიად ახალ ურთიერთობებს დავუდეთ დასაბამი,” განაცხადა ბუშმა. პუტინმა კი ხელშეკრულებას ეტაპი უწოდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში. [პუტინის ხმა] ”თავისი სულისკვეთებით ხელშეკრულება არის დასტური ორი ქვეყნის არჩევანისა, შეამცირონ ბირთვული არსენალები და ითანამშრომლონ მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საქმეში. ეს არის გადაწყვეტილება ორი ქვეყნისა, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ საერთაშორისო უშიშროებასა და სტრატეგიულ სტაბილურობაში საკუთარი პასუხისმგებლობა”, თქვა ვლადიმირ პუტინმა.
XS
SM
MD
LG