Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა კიდევ ერთხელ უკუაგდო ბრალდებები


რუსეთმა კიდევ ერთხელ უკუაგდო ბრალდებები იმის თაობაზე, რომ იგი, ირანისთვის ატომური რეაქტორების მშენებლობაში დახმარებით, ფაქტობრივად, ბირთვული იარაღის შექმნაში ეხმარება მას.

რუსეთმა კიდევ ერთხელ უკუაგდო ბრალდებები იმის თაობაზე, რომ იგი, ირანისთვის ატომური რეაქტორების მშენებლობაში დახმარებით, ფაქტობრივად, ბირთვული იარაღის შექმნაში ეხმარება მას.
კრემლში რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობს ირანთან. თავის მხრივ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაიმეორა, რომ ირანი ხელს უწყობს საერთაშორისო ტერორიზმს, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუშვებელია რადიკალური მთავრობების ხელში ბირთვული იარაღის მოხვედრა. ბუშის სიტყვებით, შეერთებული შტატები და რუსეთი ერთად აპირებენ ირანის პრობლემაში გარკვევას.
XS
SM
MD
LG