Accessibility links

პაკისტანი რაკეტების გამოცდის სერიას იწყებს.


პაკისტანი რაკეტების გამოცდის სერიას იწყებს.

პაკისტანი რაკეტების გამოცდის სერიას იწყებს.
როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა დღეს, პაკისტანმა ოფიციალურად შეატყობინა დელის, რომ შაბათს დაიწყებს ახლო და საშუალო რადიუსის მოქმედების რაკეტების გამოცდას. გამოცდა ორშაბათამდე გაგრძელდება. ეს ცნობა მოვიდა ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის შუა დაძაბულობაში, რომელიც ქაშმირის გარშემო წარმოიშვა. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადენელმა ნირაპამა რაომ თქვა, რომ გამოცდა ჩვეულებრივი რუტინაა და არ უკავშირდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. [რაოს ხმა] ”ინდოეთის მთავრობაზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ამ რაკეტებმა, რომლებიც, ეჭვგარეშეა, ადგილობრივ მოსახლეობაზე არის გათვლილი.” ევროპის კავშირის ხელმძღვანელობის წევრმა ქრის პატენმა დღეს მოლაპარაკებები გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯანსვანთ სინგჰთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონფლიქტის ესკალაცია. მომავალ კვირაში ასეთივე მისიით გაემგზავრება სამხრეთ აზიაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინსტრი ჯეკ სტრო. ქაშმირში, ინდოეთსა და პაკისტანის საზღვარზე, უკვე ერთი კვირაა გრძელდება ინტენსიური სარაკეტო და საარტილერიო სროლა. მხარეებმა რეგიონში დაახლოებით მილიონამდე სამხედრო მოსამსახურეს მოუყარეს თავი.
XS
SM
MD
LG