Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 225


ჩინეთის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 225 ადამიანი იმყოფებოდა, ტაივანის სრუტეში ჩავარდა დღეს.

ჩინეთის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 225 ადამიანი იმყოფებოდა, ტაივანის სრუტეში ჩავარდა დღეს.
როგორც ტაივანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ ჩან ჩია-ჩუმ განაცხადა, მაშველებმა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მამაკაცის გვამი, აგრეთვე თვითმფრინავის კაბინის კარები და რამდენიმე ნამსხვრევი ამოიღეს წყლიდან. ჰონკონგში მიმავალი ლაინერი ტაიპეის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა და 50 წუთის შემდეგ პენგუს კუნძულების მახლობლად ჩამოვარდა. ჩინეთის ავიაკომპანიის ცნობით, 1979 წელს აგებული ”ბოინგ-747” ამ კლასის უკანასკნელი თვითმფრინავი იყო, რომელიც ჩინელ მგზავრებს ემსახურებოდა.
XS
SM
MD
LG