Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის თავდაცვის მინისტრს მოჰამად ფაჰიმს


ავღანეთის თავდაცვის მინისტრს მოჰამად ფაჰიმს მიაჩნია,

ავღანეთის თავდაცვის მინისტრს მოჰამად ფაჰიმს მიაჩნია,
რომ ამჯერად, როცა სრულიად ავღანეთის უხუცესთა საბჭოს სხდომის, ”ლოია ჯირგას” მოწვევამდე ორიოდ კვირაღაა დარჩენილი, ვითარება უშიშროების უზრუნველყოფის მხრივ, ქვეყანაში -”დამაკმაყოფილებელია”. ფაჰიმმა დუშანბეში განაცხადა ეს დღეს, სადაც ტაჯიკეთის მთავრობის წევრებს ეთათბირება სამხედრო სფეროში თანამშრომლობის თაობაზე. ”ლოია ჯირგა” ათ ივნისს უნდა გაიხსნას ქაბულში. უხუცესთა საბჭოს სხდომამ უნდა აირჩიოს დროებითი მთავრობა, რომელიც ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ქვეყანას. ავღანეთში განთავსებული მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების სარდლობა არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ექსტრემისტული დაჯგუფებები უხუცესთა ყრილობის ჩაშლას შეეცდებიან.
XS
SM
MD
LG