Accessibility links

logo-print

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან


ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან კავანმა, რომელიც სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ახლო აღმოსავლეთს,

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან კავანმა, რომელიც სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ახლო აღმოსავლეთს,
პალესტინელთა ავტონომიის ლიდერთან, იასირ არაფატთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. იან კავანმა პალესტინელთა ავტონომიის დაგეგმვის მინისტრთან, ნაბილ შაათთან შეხვედრის შემდეგ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. სამი თვის წინ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მილოშ ზემანმა არაფატი – ნაცისტ დიქტატორს – ადოლფ ჰიტლერს შეადარა. მოგვიანებით ზემანმა განაცხადა, რომ მისი გამონათქვამი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. ხვალ, იან კავანი ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შიმონ პერესს შეხვდება იერუსალიმში.
XS
SM
MD
LG