Accessibility links

დღეს ტაშკენტში, უზბეკეთის ოპოზიციური ”ერკის”


დღეს ტაშკენტში, უზბეკეთის ოპოზიციური ”ერკის”, ანუ თავისუფლების პარტიის ლიდერი ათანაზარ ორიპოვი დააკავეს.

დღეს ტაშკენტში, უზბეკეთის ოპოზიციური ”ერკის”, ანუ თავისუფლების პარტიის ლიდერი ათანაზარ ორიპოვი დააკავეს.
როგორც მისმა მეუღლემ აცნობა კორესპონდენტებს, ორიპოვი მისსავე სახლში დააკავეს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა მამაკაცებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან. ”ერკის” პარტია 80-იანი წლების მიწურულს დაარსდა და უზბეკეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერი იყო. 90-იანი წლების დასაწყისში გაჩაღებული რეპრესიების დროს უზბეკეთის მთავრობამ კანონგარეშედ გამოაცხადა ეს პარტია. ”ერკი” განაგრძობს არსებობას, მაგრამ არ შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG