Accessibility links

ჩინეთის სამგზავრო თვითმფრინავი ”ბოინგ-747”, რომელშიც


ჩინეთის სამგზავრო თვითმფრინავი ”ბოინგ-747”, რომელშიც 225 ადამიანი იმყოფებოდა,

ჩინეთის სამგზავრო თვითმფრინავი ”ბოინგ-747”, რომელშიც 225 ადამიანი იმყოფებოდა,
ტაიპეის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ სულ მალე ტაივანის სრუტეში ჩამოვარდა დღეს. მაშველებმა ასზე მეტი მგზავრის გვამები და დამსხვრეული თვითმფრინავის ნაწილები ამოიღეს წყლიდან. ოფიციალური პირები გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ კატასტროფის შედეგად რომელიმე ადამიანი ცოცხალი გადარჩა. ჰონკონგში მიმავალი თვითმფრინავი აფრენიდან 50 წუთის შემდეგ რადარის ეკრანიდან გაუჩინარდა და ტაივანის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძულ პენგუს მახლობლად ჩამოვარდა. ჩინეთის ავიაკომპანიის პრეზიდენტმა ვეი ჰსინ-ჰსუნმა განაცხადა, რომ მისთვის გაურკვეველია ჯერჯერობით კატასტროფის მიზეზი, თუმცაღა არ ჰგონია ავარია ხომალდის გაუმართაობით იყოს გამოწვეული, ვინაიდან მფრინავი ბოლო მომენტში დისპეტჩერებს არ დაკავშირებია.
XS
SM
MD
LG