Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ბუში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს


პრეზიდენტი ბუში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო,

პრეზიდენტი ბუში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო,
რომ უაღრესად დაიძაბა ვითარება ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე, რაც შესაძლოა შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს ბირთვული იარაღის მქონე ამ ორ სახელმწიფოს შორის. ჯორჯ ბუშმა სათანადო ზომების მიღებისაკენ მოუწოდა პაკისტანის პრეზიდენტს ფერვეზ მუშარაფს, რათა ბოლო მოეღოს პაკისტანში მყოფ ისლამისტ ექსტრემისტთა რეიდებს ინდოეთის ტერიტორიაზე. ქაშმირის გამო არსებული კონფლიქტი ინდოეთსა და პაკისტანს შორის მკვეთრად დაიძაბა ისლამისტთა ამასწინანდელი თავდასხმის შემდეგ ინდოეთის საველე ბანაკზე, რომლის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ჯორჯ ბუშის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ისლამაბადმა გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, პაკისტანში წარმატებით განხორციელდა საშუალო რადიუსში მოქმედი ბალისტიკური რაკეტები. პაკისტანმა აცნობა დელის ამგვარი გამოცდების შესახებ, და თან აღნიშნა, რომ ყოველივე ეს სულაც არაა დაკავშირებული კონფლიქტის ესკალაციასთან ქაშმირში. თუმცა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ათალ ბიჰარი ვაჯპაიმ განაცხადა, რომ ”დელის მოთმინება არაა უსაზღვრო”.
XS
SM
MD
LG