Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს, ისრაელის ჯარი მდინარე იორდანეს


შაბათს, ისრაელის ჯარი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ტულკარმიდან იქნა გაყვანილი.

შაბათს, ისრაელის ჯარი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ტულკარმიდან იქნა გაყვანილი.
თუმცა, სამხედროებმა ქალაქის ირგვლივ დაიკავეს პოზიციები. ტულკარმში განხორციელებული ოპერაციის დროს ისრაელმა სამხედროებმა ათობით პალესტინელი დააპატიმრეს და იარაღისა და ფეთქებადი მასალის ვეებერთელა მარაგს მიაკვლიეს. დღეს, ისრაელის ერთ-ერთ საგუშაგოზე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დააპატიმრეს პალესტინელი მოზარდი, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩნდა. ისრაელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ პალესტინელი, როგორც ჩანს, ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ემზადებოდა. ამ კვირაში, პალესტინელმა თვითმკვლელმა ტერორისტებმა 4 აფეთქება მოაწყეს ისრაელში, რამაც 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG