Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ


რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ დღეს დაასრულა ბულგარეთში ვიზიტი. ქალაქ პლოვდივში ჩატარებულ მესას 10 ათასამდე მორწმუნე ესწრებოდა.

რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ დღეს დაასრულა ბულგარეთში ვიზიტი. ქალაქ პლოვდივში ჩატარებულ მესას 10 ათასამდე მორწმუნე ესწრებოდა.
იოანე პავლე მეორემ ნეტარად შერაცხა ბულგარეთის სამი კათოლიკე მღვდელი, რომლებიც კომუნისტური რეჟიმის მიერ ჯაშუშობაში იქნენ ბრალდებული და სიკვდილით დაისაჯნენ 1952 წელს. დღეს ვატიკანმა პირველად აღიარა საჯაროდ, რომ პაპის გაუარესებული ჯანმრთელობის გამო შეიძლება შემცირდეს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი მისი ვიზიტების რიცხვი. რომის პაპის წარმომადგენელი იტყობინება, რომ ივლისში პონტიფექსი გაემგზავრება ტორონტოში, მაგრამ გვატემალასა და მექსიკაში ვიზიტები, რაც იმავე პერიოდისთვის იყო დაგეგმილი, როგორც ჩანს, არ შედგება. იოანე პავლე მეორეს ახლახან შეუსრულდა 82 წელი. როგორც ვარაუდობენ, მას პარკინსონის დაავადება სჭირს.
XS
SM
MD
LG