Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაივანის ავიახაზების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ


ტაივანის ავიახაზების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გუშინ დაღუპული ”ბოინგ 747” ჰაერში დაიშალა.

ტაივანის ავიახაზების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გუშინ დაღუპული ”ბოინგ 747” ჰაერში დაიშალა.
ეს მოხდა დაახლოებით ცხრა ათასი მეტრის სიმაღლეზე, აფრენიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ. ტაივანის ნაპირებთან ნაპოვნია 78 დაღუპული მგზავრის გვამები. ტაივანის პრემიერ-მინისტრმა იუ სიკუნმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი ტაივანის ტერიტორიულ წყლებში ჩამოვარდა, მაგრამ დინებამ გვამები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წყლებისკენ წაიღო. ამის მიუხედავად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება, - ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა. ტაივანსა და პეკინს შორის არსებობს შეთანახმება, რომლის თანახმად, ტაივანის სამხედრო გემებს უფლება ეძლევათ ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში ჩაატარონ რეიდები ავიაკატასტროფების მსხვერპლთა საძიებლად. ”ბოინგ 747”-ის დაღუპულ მგზავრთა უმრავლესობა ტაივანელებია, 9 – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან იყო. ტაივანის ავიაკომპანია ”ჩაინა ეარლაინზი”, რომელიც ტაიპედან ჰონკონგში მიემგზავრებოდა, შაბათს ჩავარდა ზღვაში. მასში 225 მგზავრი იმყოფებოდა. ტრაგედიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. უკანაკნელი ცნობებით, ტაივანის სანაპიროსთან აღმოაჩინეს დაღუპული თვითმფრინავის ორი ”შავი ყუთი”. შესაძლოა უკვე ორშაბათს ამოიღონ ისინი ფსკერიდან და სპეციალისტებს გადასცენ გასაშიფრად.
XS
SM
MD
LG