Accessibility links

logo-print

ისრაელის დედაქალაქ ტელ-ავივის გარეუბნის


ისრაელის დედაქალაქ ტელ-ავივის გარეუბნის,

ისრაელის დედაქალაქ ტელ-ავივის გარეუბნის,
პეტახ ტიკვას სავაჭრო ცენტრში მოხდა ტერაქტი. 2 დაიღუპა, 26 დაშავდა, მათგან 6 მძიმედ.
ცნობის თანახმად დაჭრილებს შორის პატარა ბავშვიც არის.
თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი გარეთ აიფეთქა, რადგან მაღაზიების ყველა შესასვლელები დაცული იყო.
უფრო ადრე იერუსალიმში თავიდან აიცილეს აფეთქება. პალესტინელმა მებაღემ ჭურვი ნახა და პოლიციას შეიტყობინა.
პეტახ ტიკვას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა “ალ აქშას წამებულთა ბრიგადამ” იკისრა. პალესტნელთა ლიდერმა იასირ არაფათმა დაგმო ტერაქტი. მაგრამ ისრაელმა გამოაცხადა, რომ ეს აფეთქება პალესტინელების ტერორისტული კამპანიის ნაწილი იყო.
დღეს ისრაელის სამხედროებმა ბეთლემში დააპატიმრეს ამ ექსტრემისტული გაერთიანების ადგილობრივი განყოფილების ლიდერი აჰმედ მოგრაბი. ის ლტოლვილთა ბანაკში ჩხრეკისას დააკავეს. ეს ბრიგადა იასირ არაფათის “ფატჰის” გაერთიანების გასამხედროებული ფრთაა.

XS
SM
MD
LG