Accessibility links

logo-print

ინდოეთის ხელისუფლებამ უარყოფითად მიიღო პაკისტანის


ინდოეთის ხელისუფლებამ უარყოფითად მიიღო პაკისტანის სახელმწიფოს მეთაურის გენერალ ფერვეზ მუშარაფის გუშინდელი გამოსვლა.

ინდოეთის ხელისუფლებამ უარყოფითად მიიღო პაკისტანის სახელმწიფოს მეთაურის გენერალ ფერვეზ მუშარაფის გუშინდელი გამოსვლა.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯასვანტ სინგხმა დღეს ნიუ დელიში ჟურნალისტებს უთხრა, მუშარაფის ხალხისადმი მიმართვა საშიშია და იმედს გვიცრუებსო. მისი თქმით, პაკისტანი კვლავაც მხოლოდ დაპირებას იმეორებს, რომ იმოქმედებს ტერორიზმის წინააღმდეგ.
მუშარაფმა გუშინ თქვა, რომ პაკისტანს ომი არ სურს, მაგრამ თუკი თავს დაესხმიან, საკადრის პასუხს გასცემს მტერს.
სასაზღვრო დაპირისპირება ინდოეთსა და პაკისტანს შორის გრძელდება ქაშმირის სადაო რეგიონის გამო.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტრო ცდილობს მხარეები მოარიგოს. ის უკვე იყო პაკისტანში, დღეს კი ინდოეთს ესტუმრა. ახლად ჩამოყალიბებულმა საბჭომ დღესვე თავისი ხმა შეუერთა საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ინდოეთის და პაკისტანის მიართ, თავიდან აიცილონ ომი.
დღესვე ორივე ქვეყნის ლიდერემა გამოაცხადეს თანხმობა, რომ შეხვდებიან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.


XS
SM
MD
LG