Accessibility links

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა თქვა, რომ აშშ-ის დესპანი უილიამ ბერნსი დღეს ისრაელის და პალესტინელთა ლიდერებთან მოსალაპარაკებლად მიეშურება რეგიონში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა თქვა, რომ აშშ-ის დესპანი უილიამ ბერნსი დღეს ისრაელის და პალესტინელთა ლიდერებთან მოსალაპარაკებლად მიეშურება რეგიონში.

პაუელის თქმით, მას, შემგომ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ტენეტიც შეუერთდება.
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობას აპირებს ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა.
პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფატმა დღესვე ისრაელს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.
ეს მოჰყვა ისრაელის მიერ დღეს პალესტინელთა ტერიტორიებზე ტერორისტების ძებნის მიზნით სამხედრო ოპერაციის მოწყობას.
სულ მცირე ერთი პალესტინელი მოკლეს სროლისას. ისრაელის თანახმად, დაიჭირეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის “ჰამასის” გაერთიანების ადგილობრივი ლიდერი. ეს რეიდი მოეწყო გუშინდელი ტერაქტის საპასუხოდ, როცა ორი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა.


XS
SM
MD
LG