Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ


ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ კრიტიკა გამოთქვა შეერთებული შტატების მიმართ,

ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ კრიტიკა გამოთქვა შეერთებული შტატების მიმართ,
იმ ათასორასი ადამიანის პატიმრობის პირობების გამო, რომლებიც შარშან 11 სექტებერს მომხდარი ტერაქტების შემდგომ დააკავეს. კრიტიკის ავტორების თანახმად, დაკავებულთა ნაწილს არ აქვს უფლება გარე სამყაროსთან კონტაქტისა. ამასთან ადვოკატებთან მათი საუბარი ისმინება ხელისუფლების მიერ.
ანგარიშში გამოხატულია შეშფოთება, რომ შეერთებული შტატების მთავრობა განუსაზღვრელი ვადით დააკავებს უცხოელ მოქალაქეებს. დაკავებეულთა უმეტესობა სამხრეთი აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან არიან.
არაერთი სახელმწიფოს მთავრობა, 11 სექტემბრის ტერაქტებს საკუთარ ქვეყანაში ოპოზიციის წინაღმდეგ ბრძოლის საბაბად იყენებს, განაცხადა “ემნისტი ინტერნეშნელის წარმომადგენელმა აირინ ხანმა. მანვე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის კრიზისი გამძაფრდა მას მერე, რაც ისრაელმაც და პალესტნელებმაც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას მიჰყვეეს ხელი.
XS
SM
MD
LG