Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დამოკიდებული იქნება კალინინგრადის ოლქის პრობლემის გადაწყვეტაზე.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დამოკიდებული იქნება კალინინგრადის ოლქის პრობლემის გადაწყვეტაზე.
მოსკოვში, ევროპის კავშირისა და რუსეთის სამიტზე გამოსვლისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კალინინგრადელებს საშუალება უნდა მიეცეთ, თავისუფლად იმოგზაურონ ქვეყნის დანარჩენ ნაწილში მას მერე, რაც კალინინგრადის ოლქი ევროპის კავშირის ფარგლებში მდებარე ანკლავად იქცევა. ევროპის კავშირს ასეთი წინადადება მიუღებლად მიაჩნია. ევროპის კავშირის განცხადებაში, რომელიც მოსკოვის სამიტთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რამდენიმე თვეში რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი მიენიჭება. ეს სტატუსი რუსეთს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიღებაში. დღესვე ევროპის კომისიის თავმჯდომარემ, რომანო პროდიმ რუსეთს მოუწოდა, ენერგეტიკის სფეროში რეფორმები გაატაროს.
XS
SM
MD
LG