Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში გაიმართა მთავრობის უშიშროების კაბინეტის


ისრაელში გაიმართა მთავრობის უშიშროების კაბინეტის სხდომა,

ისრაელში გაიმართა მთავრობის უშიშროების კაბინეტის სხდომა,
რომელზეც ისაუბრეს, რა ზომები უნდა იქნეს მიღებული პალესტინელთა უკანასკნელი ტერაქტების საპასუხოდ. გადაწყვეტილება არ მიუღიათ, კაბინეტი მოგვიანებით კვლავ შეიკრიბება. წუხელ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ებრაულ დასახლებაში პალესტინელმა მოკლა სამი ისრაელი – რელიგიური სკოლის მოსწავლეები. კიდევ ერთი მოსწავლე დაიჭრა. თავდამსხმელი მოკლულ იქნა. სამშაბათს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელი მოკლეს. მის მანქანას პალესტინელებმა დაუშინეს ცეცხლი. ორივე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ექსტრემისტულმა ორგანიზაცია ”ალ აქსას წამებულთა ბრიგადებმა”. დღეს ისრაელის ჯარები დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ კალკილიაში შევიდნენ და კომენდანტის საათი დააწესეს მასში.
XS
SM
MD
LG