Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა განაცხადა


პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა განაცხადა,

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა განაცხადა,
რომ პაკისტანს არ გამოუყვანია ჯერჯერობით ავღანეთის საზღვრისპირა რაიონებიდან შეიარაღებული ძალები თავისი აღმოსავლეთი საზღვრის გასამაგრებლად. თუმცა, პრესკონფერენციაზე დღეს ისლამაბადში, მუშარაფმა თქვა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში რჩება მანამ, ვიდრე არ ინდოეთთან არ განიმუხტება დაძაბულობა: [ფერვეზ მუშარაფის ხმა] ”პაკისტანისთვის, თქმა არ უნდა, საკუთარი უშიშროების უზრუნველყოფა რჩება უპირველეს მიზნად, და არავინ არ უნდა დაგვძრახოს ამაში. ამდენად, თუ ჩვენს უშიშროებას შეექმნება საფრთხე, მაშინ მოსალოდნელ აგრესიასთან დაკავშირებით, მთელი ჩვენი ძალები იქ იქნება კონცენტრირებული, სადაც ეს, ქვეყნის უშიშროების უზრუნველსაყოფად გახდება საჭირო”. ადრე, მუშარაფის პრესმდივანმა რაშიდ ქერეშიმ განაცხადა, რომ სამხედრო სარდლობამ ჯარების გადასროლა დაიწყო იმ რაიონებში, სადაც ეს შექმნილი ვითარების გამო გახდა საჭიროო.შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოთქვა ავღანეთის საზღვრისპირა რაონებიდან პაკისტანის ჯარის გამოყვანის გამო, ვინაიდან ეს გაუადვილებს ავღანეთში შემორჩენილ თალიბებსა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლებს პაკისტანის საზღვარზე გადასვლას.
XS
SM
MD
LG