Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ოფიციალური


შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაკს შეხვდნენ დღეს ქაიროში,

შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაკს შეხვდნენ დღეს ქაიროში,
რათა კოორდინირებული ძალისხმევით განაახლონ სამშვიდობო პროცესი ახლო აღმოსავლეთში. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა და შეერთებული შტატების დესპანი უილიამ ბერნსი ცალცალკე შეხვდნენ მუბარაკს. სოლანამ განაცხადა, რომ იგი და ბერნსი პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს მოეთათბირებიან პალესტინელთა ავტონომიის ფისკალური და პოლიტიკური სტრუქტურის რეფორმირების თაობაზე. უილიამ ბერნსმა კვლავ მოუწოდა კონლიფქტში დაპირისპირებულ მხარეებს შეწყვიტონ ძალადობა და მოლაპარაკებათა მაგიდასთან მოაგვარონ მათ შორის არსებული ყველა უთანხმოება.
XS
SM
MD
LG