Accessibility links

logo-print

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა დღეს


ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა დღეს მძაფრად დაგმო ქვეყანაში დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმები

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა დღეს მძაფრად დაგმო ქვეყანაში დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმები
და უბრძანა რესპუბლიკის პროკურატურას - სასწრაფოდ გამოიძიოს თავდასხმის ფაქტები და დააკავოს ბოროტმოქმედნი. მომხდარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ”ველური ვანდალიზმის” აქტები უწოდა. დაუდგენელმა პირებმა ამას წინათ ორი დამოუკიდებელი ჟურნალისტი სცემეს, აალებადი ყუმბარები ესროლეს შენობას, რომელშიც დამოუკიდებელი გაზეთის რედაქციაა განთავსებული და დაემუქრნენ რედაქტორებს. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვეს ხსენებული ინციდენტების გამო და მოუწოდეს ყაზახეთის ხელისუფლებას განუხრელად დაიცვას რესპუბლიკაში პრესის თავისუფლება.
XS
SM
MD
LG