Accessibility links

logo-print

ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს მუშაობის სტილი კარდინალურად იცვლება


ელენელ ლორთქიფანიძე, პრაღა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს პრესტიჟი შეილახა მას შემდეგ რაც გამოირკვა, რომ მან არ მიიღო მხედველობაში გაფრთხილება, რომ ტერორიტები ამერიკაზე თავდასხმებს გეგმავდნენ.

გაფრთხილება 11 სექტემბრამდე რამდენიმე თვით ადრე იქნა მიღებული.

ბიუროს ახალი დირექტორი რობერტ მიულერი პირობას დებს, რომ თავის უწყებაში რეორგანიზაციას მოახდენს და სხვა სადაზვერვო სამსახურებთან, მათ შორის ცენტრალურ სადაზვეროვ სამმართველოსთან თანამშრომლობას გააძლიერებს.

ოთხშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მიულერმა თქვა, რომ ბიურო შეიძენს ახალ კომპიუტორულ აღჭურვილობას და აგრეთვე, მომავალ სექტემბრამდე დაიქირავებს 900 დამატებით თანამშრომელეს, უმთავრესად კომპიუტერის სპეციალისტებს, უცხო ენების მცოდნეთ, და მეცნიერ მუშაკებს.

ამასთან, მიულერმა აღნიშნა, რომ მისი ბიურო რეორგანიზაციის შემდეგაც განაგრძობს მაღალი ტექნოლოგიის სფეროში დანაშაულის, კორუფციის და საერთაშორისო კრიმინალური ბანდების წინააღმდეგ ბრძოლას და ამერიკელების სამოქალაქო უფლებების დაცვას.

ამერიკელების უმრავლესობა გამოძიების ფედერალურ ბიუროს დიდად აფასებდა, როგორც ორგანიზაციას, რომელმაც 1930-იან წლებში ქვეყანა განგსტერებისგან გადაარჩინა და ახლაც ტერორიზმისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლთა პირველ რიგებშია.

მაგრამ მისი რეპუტაცია შეილახა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სათანადოდ ვერ გამოიყენა 11 სექტემბრამდე მიღებული ინფორმაცია შესაძლო ტერორიტული აქტების შესახებ.

გამოძიების ფედერალური ბიურო ინფორმაციას მხოლოდ შეერთებული შტატების შიგნით აგროვებს. სადაზვერვო სამუშაოები საზღვარგარეთ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ფუნქციებში შედის.

ოთხშაბათის პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა აგრეთვე, შეერთებული შტატების იუსტიციის მინისტრი ჯონ ეშკროფტი (გამოძიების ფედერალური ბიურო იუსტიციის დეპატამენტის გამგებლობაშია). მან თქვა, რომ მიულერი არ აგებს პასუხს ბიუროს მიერ გამოჩენილ უყურადღებობაზე, ვინაიდან დირექტორად ტერორისტული აქტებამდე მხოლოდ ერთი კვირით ადრე დაინიშნა.

მაგრამ თვით მიულერმა თქვა, რომ ის შეაშფოთა ფაქტმა, რომ მისი ბიუროს ვაშინგტონის შტაბ-ბინაში ვერ გაშიფრეს 11 სექტებრის წინ მიღებული რამდენიმე საბედისწერო ნიშანი. აღსანიშნავია არიზონის შტატის ქალაქ ფენიქსის აგენტებისგან თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე მიწოდებული ცნობა, რომ ამერიკის მფრინავთა სკოლებში სწავლობს ძალიან ბევრი მამაკაცი ახლო აღმოსავლეთითან. გამოთქმული იყო შიში, რომ ისინი შეიძლება ტერორისტულ აქტს ამზადებდენ.

ანონიმურმა წყარომ ასე გაამართლა ბიუროს უმოქმედება: ლაპარაკი იყო პოტენციურ ბოროტმოქმედებაზე, მაშინ როცა ბიუროს აგენტები უკვე ჩადენილ დანაშაულზე მუშაობდნენო.

არ არის დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო შეძლებდა 11 სექტემბრის თავდასხმის თავიდან აცილებას იმ შემთხვევაში, თუ ექნებოდა სხვა სადაზვერვო სააგენტოებთან, განსაკუთრებით ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობა.

ბევრი, ვინც აკრიტიკებს ორივე ამ სააგენტოს, ეჭვობს, რომ მათსაერთოდ შეუძლიათ ეფექტიანი თანამშრომლობა. ერთ-ერთი ასეთი კრიტიკოსია ანა ნელსონი ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი. ნელსონი იყო იმ ბუროს წევრი, რომელიც შეიქმნა 1994 წელს, პრეზიდენტ ჯონ კენედის 1963 წლის მკვლელობის გარშემო ყველა არსებული ინფორმაციის შესაგროვებლად.

ნელსონი ამბობს, რომ ის გააკვირვა, როგორ უმალავდნენ ერთმანეთს გამოძიების ფედერალური ბიურო და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ზოგიერთ ინფორმაციას, ვინაიდან ერთობლივი მუშაობა მათ არ შეეძლოთ.

ნელსონის თქმით, მას სჯერა, რომ მიულერს გულწრფელად სურს, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაუზარაოს ინფორმაცია ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, მაგრამ, მისი აზრით, თანამშროლობა იქნება მიულერისა და სამმართველოს დირექტორის ჯორჯ ტენეტის დონეზე და არა საშუალო დონის თანამშრომლებს შორის, რაც განსაზღვრავს ამ ორი სააგენტოს ჭეშმარიტ სახეს.

ნელსონის თქმით, მიულერის რეორგანიზაციის ხარისხი შეიძლება შეფასდეს შემდეგი ეპიზოდის მიხედვით: 21 მაისს გამოძიების ფედერალური ბიუროს მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისის თანამშრომელმა კოლინ როვლიმ წერილი გაუგზავნა მიულერს იმის შესახებ, რომ ბიუროს შტაბ-ბინის თანამშრომლები ვაშიგტონში ხელს უშლიდნენ მინეაპოლისის სააგენტოს თანამშრომლებს ჩაეტარებინათ უფრო ღრმა გამოძიება ერთი მამაკაცის საქმეებისა, რომლის შესახებ ახლა არსებობს ეჭვი, რომ ის კავშირში იყო 11 სექტემებრს თვითმფრინავების გამტაცებლებთან.
XS
SM
MD
LG