Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოუწოდა პაკისტანის მთავრობას

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოუწოდა პაკისტანის მთავრობას
– შეასრულოს დაპირება და ბოლო მოუღოს ისლამისტთა ტერორიზმს ქაშმირში. ბუშმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას ბირთვული იარაღის მქონე ინდოეთსა და პაკისტანს შორის შესაძლოა ომი მოჰყვეს, რაც არ მოემსახურება არც ერთი, არც მეორე ქვეყნის ინტერესებს. ჯორჯ ბუშმა განაცხადა აგრეთვე, რომ მომავალი კვირის დასაწყისში, თავდაცვის მინისტრს დონალდ რამსფელდს მიავლენს სამხრეთ აზიაში. ამ კვირის ბოლოს, რეგიონს, სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ არმიტაჟი ეწვევა. პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა კვლავ განაცხადა დღეს, რომ ყველა ღონეს იხმარს ისლამისტ ექსტრემისტთა თავდასხმების აღსაკვეთად ქაშმირში.
XS
SM
MD
LG