Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში განთავსებული ამერიკის ჯარის სარდლობის


ავღანეთში განთავსებული ამერიკის ჯარის სარდლობის წარმომადგენლებმა განაცხადეს,

ავღანეთში განთავსებული ამერიკის ჯარის სარდლობის წარმომადგენლებმა განაცხადეს,
რომ ქალაქ გარდეზის მახლობლად პარასკევს მოკლული სამი ავღანელი ეკუთვნოდა ერთ-ერთ დაჯგუფებას, რომელიც ამტკიცებს, რომ ავღანეთის ახალ, დროებით ადმინისტრაციას უჭერს მხარს. მაგრამ, პოლკოვნიკმა როჯერ კინგმა დაადასტურა, რომ სამხედროებს ჰქონდათ ცეცხლის გახსნის უფლება, ვინაიდან მათთან მოახლოებული ათი შეიარაღებული პირი აგრესიულად იყო ამერიკელი ჯარისკაცების მიმართ განწყობილი. ამასობაში იუწყებიან, რომ ირანის მოსაზღვრე ნიმროზის პროვინციაში, დასავლეთ ავღანეთში, ორ ურთიერთომოქიშპე დაჯგუფებებს შორის მომხდარი შეტაკების დროს სულ ცოტა 16 ადამიანი დაიღუპა. გუშინ, ავღანეთის ქალაქ ყანდაარში აფეთქება მოხდა. ერთი ადამიანი დაიჭრა. ყუმბარა პროვინციის გუბერნატორის რეზიდენციის შესასვლელში იყო ჩამალული. გუბერნატორის წარმომადგენელმა ამ ტერაქტის მოწყობაში დაადანაშაულა ავღანეთის ახალი მთავრობის მოწინააღმდეგეები, რომლებიც სრულიად ავღანეთის უხუცესთა საბჭოს ყრილობის, ”ლოია-ჯირგის” დელეგატთა არჩევნების ჩაშლას ცდილობენ. ”ლოია-ჯირგა” ათ ივნისს გაიხსნება ქაბულში. ყრილობამ – ავღანეთის გარდამავალი მთავრობა უნდა აირჩიოს.
XS
SM
MD
LG