Accessibility links

logo-print

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა განაცხადა


პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა განაცხადა,

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა განაცხადა,
რომ ”მის არცერთ საღად მოაზროვნე თანამემამულეს” არ სურს შეიარაღებული კონფლიქტი ინდოეთთან, მით უმეტეს – ბირთვული იარაღის გამოყენებით. ტელეკომპანია ”სიენენისათვის” მიცემულ ინტერვიუში მუშარაფმა აღნიშნა, რომ პაკისტანმა უკვე მიმართა ინდოეთს თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების დადების მოწოდებით. პაკისტანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ათალ ბიჰარი ვაჯპაისთან ისურვებდა შეხვედრას ცენტრალური და სამხრეთი აზიის სახელმწიფოთა სამიტის ჩარჩოებში, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება ყაზახეთში. ინდოეთის მთავრობამ, თავის მხრივ განაცხადა, რომ არ გამოიყენებს პირველი ბირთვულ იარაღს. ამასობაში, ვითარება ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე, ქაშმირში, კვლავაც უკიდურესად დაძაბულია. უკანასკნელი მონაცემებით, მარტო შაბათს, ქაშმირელ სეპარატისტსა თავდასხმებისა და ინდოეთისა და პაკისტანის ჯარებს შორის მომხდარი სროლების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG