Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მეჰდი ქარუბიმ


ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მეჰდი ქარუბიმ დღეს განაცხადა,

ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მეჰდი ქარუბიმ დღეს განაცხადა,
რომ არ ამჟამად არაა მიზანშეწონილი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების დაწყება, თუმცა მისივე თქმით, დიალოგისათვის ”კარები სამუდამოდ არაა დახურული”. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში არაერთგზის დაადანაშაულა თეირანი, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ გამორიცხა ყოველგვარი დიალოგი შეერთებულ შტატებთან. თუმცა, მეჰდი ქარუბის მოჰყავს აწ განსვენებული აიათოლა რუჰოლა ხომენეის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ”თუ ამერიკელები შეწყვეტენ თავიანთ იმპერიალისტურ მოქმედებას, დიალოგი ვაშინგტონთან უნდა განახლდეს”. ქარუბიმ განაცხადა ამასთანავე, რომ აიათოლა ჰოსეინ-ალი მონთაზერი უნდა გათავისუფლდეს შინაპატიმრობიდან. მონთაზერის აიათოლა ხომეინი უნდა შეეცვალა, როცა ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 1989 წელს, მაგრამ ალი ხამენეისთან დამარცხდა ძალაუფლებისათვის ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG